გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: რამე ქმედითი გააკეთა პოლიტიკაში ამ ნაცტრიომ? ვერაფერი, „ქართულ ოცნებაზე“ ამბობენ „იშლებაო“ და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ

14-02-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ამბობენ იშლებაო და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ“.


აბაშიძის თქმით, „ახალის“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ და „დროას“ წარმომადგენლები, ახლა ატეხენ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კულუარული ამბების გამომზეურებას.


„რამე ქმედითი გააკეთა პოლიტიკაში ამ ნაცტრიომ? ვერაფერი, „ქართულ ოცნებაზე“ ამბობენ „იშლებაო“ და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ. რა ერთობაზე აქვთ ლაქლაქი, როდესაც ერთმანეთის ატანა არ აქვთ უსამშობლო პერსონაჟებს? ახლა ატეხენ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კულუარული ამბების გამომზეურებას. ამის გარდა სხვა არაფერში ვარგან. Prime Time-ისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კოალიცია „ახალი/გირჩი/დროა“ დაიშალა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო „ჩატები“ დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს. ციტატა: „ბიძინა „დაჟე“ მდინარაძით ახერხებს ტიპებთან „როვნად“ დალაგდეს და ჩვენ დავალებასაც ვერ ვასრულებთ ერთად რომ ვიყოთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” - ვერც ამ არგუმენტმა შეძლო ერთობის შენარჩუნება, - ჰყვება წყარო. ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს. წყაროს ინფორმაციით კოალიციის დაშლის შემდეგ პარტიის ლიდერები პანიკურ მდგომარეობაში არიან და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ“, - წერს გია აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930