გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას: ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ადამიანები და თქვენი პასუხისმგებლობაც არის ამ ყველაფერში

15-02-2026

კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ეს იყო მძიმე დანაშაული, ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ეს ადამიანები.


„რაც შეეხება პატიმრების საკითხს - მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ეს იყო მძიმე დანაშაული. ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა. ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ადამიანები და თქვენი პასუხისმგებლობაც არის ამ ყველაფერში - თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში, ეს ბუნებრივია, არის თქვენი პასუხისმგებლობა-", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930