გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

15-02-2026

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს.


საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1984 წელს დაბადებულ ა.გ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.


ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ი. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930