გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია „იმედზე“ გამართულ დებატებზე: ე.წ ექსპერტების სრული ფიასკო, განათლების რეფორმის თემის ირგვლივ მათი არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია, ნული არგუმენტი, რეფორმის არასწორად წარმოჩენის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც სამარცხვინოდ ჩაუვარდათ

15-02-2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს ეხმიანება, რომელიც განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.


კირცხალიას თქმით, მთავარია საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა არგუმენტირებული პასუხი ამ რეფორმის ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ.

„კიდევ ერთი დებატი, ამჯერად განათლების რეფორმის ირგვლივ.


ე.წ ექსპერტების სრული ფიასკო, მათი ამ თემის ირგვლივ სრული არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია, ნული არგუმენტი, ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის არასწორად წარმოჩენის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც საჯაროდ და სამარცხვინოდ ჩაუვარდათ!!!


რაც მთავარია - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა არგუმენტირებული პასუხი ამ რეფორმის ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ! ეს არის მთავარი! საზოგადოებას სჭირდება მსგავსი ფორმატი, საიდანაც გამოიტანს დასკვნას ყველა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით“, - წერს ირაკლი კირცხალია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930