გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან, სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ

15-02-2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


მან ხელისუფლების ოპონენტების გამოსვლები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არგუმენტი არ ყოფილა.


„იმედზე“ გამართული დებატების მარტივი შეჯამება ასეთია..


პრემიერ-მინისტრის სერიოზული ხედვა და მნიშვნელოვანი რეფორმა. ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ…


თან არ გამოტოვოთ ის ფაქტი, რომ იქ წარმოდგენილი ოპონენტები მათი ყველაზე „ინტელექტუალური“ რესურსია… წარმოდგენაც არ მინდა სხვები რა უსუსური სანახავები იქნებოდნენ.


სულ დამავიწყდა, ბანერების ფრიალში და კონსტიტუციის მუხლებით აპელირებაში, თანაც ისე, რომ გონზე არ არიან. რას ნიშნავს ეს მუხლები - ამაში ნამდვილად ძლიერები არიან“, - წერს წილოსანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930