გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს ერთი არგუმენტიც არ აქვს, ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0

15-02-2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „იმედის“ ეთერში, განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ მკაფიოდ გამოჩნდა, თავდამსხმელების მხარეს რომ არც ერთი არგუმენტი არ არსებობს.


მისი განცხადებით, დებატები პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 100:0 დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის ველია საგნობრივი და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა.


„არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგნობრივი და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა „ქართული ოცნების” ველია და სწორედ ამის გამო გაურბიან საგნობრივ საუბარს ოპონენტები“, - წერს არჩილ გორდულაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31