გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

15-02-2026

2026 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და ეუთო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას და ჩართულობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930