გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ თეკლათში ჭალადიდის დამშრობ მასივზე სადრენაჟო არხები დანალექი გრუნტისა და ნატანი მასისგან იწმინდება

16-02-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს დამშრობ არხებზე (სანიაღვრე სისტემებზე) გრუნტის ამოღების და არხების გაწმენდის სამუშაოები. სამუშაოების მიზანია არხებში წყლის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს, რომ ჭარბი ნალექის შემთხვევაში წყალი უფრო სწრაფად გაედინება და დატბორვის საფრთხე შემცირდება როგორც საცხოვრებელ ნაკვეთებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.


ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში, ჭალადიდის დამშრობ მასივზე სადრენაჟო არხები დანალექი გრუნტისა და ნატანი მასისგან იწმინდება. საერთო ჯამში მოწესრიგდება 7500 მეტრი სიგრძის სადრენაჟო არხები, რომლებიც ემსახურება 195 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.


დამშრობ არხებში დაგროვებული გრუნტისა და სხვა მცენარეული ნარჩენების ამოღების შედეგად, გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც გააუმჯობესებს ქალაქის სადრენაჟო სისტემას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი შემცირდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930