გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში მომხდარი 5 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

16-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი 1984 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930