გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ძებნილი პირი

17-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი - 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავებული ე.ბ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

„პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930