გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Hello Tech გოგოებისთვის

17-02-2026

თიბისი ქვეყნის მასშტაბით ტექეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს.


ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა „Hello Tech გოგოებისთვის“  მიზნად ისახავს 15-25 წლის ასაკის გოგოებისთვის ტექნოლოგიების სფეროში საბაზისო ცოდნის მიწოდებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებას.


ერთდღიანი ფიზიკური ტრენინგის ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროფესიასა და სწავლის დაწყების გზებს. პროგრამა, ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას, მის პრაქტიკულ გამოყენებას სამუშაო პროცესში, AI-ს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს.


ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი AI-ის გამოყენებით კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს დაეთმობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ეფექტური CV-ის, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn პროფილის შექმნის შესახებ.


ტრენინგებს გაუძღვებიან წამყვანი პროფესიონალები თიბისის ტექ და AI მიმართულებებიდან, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ განვლილ გზასა და რეალურ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

„Hello Tech გოგოებისთვის“ გაიმართება ფიზიკურ ფორმატში:

  • გორი - 23 თებერვალი | 10:00 - 18:00
  • ოზურგეთი - 24 თებერვალი | 10:00 - 18:00
  • თელავი - 26 თებერვალი | 10:00 - 18:00

ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება 20 თებერვლამდე. რეგისტრაციისთვის და დამატებით ინფორმაციისთვის გადადგით ბმულზე: Hello Tech გოგოებისთვის


აღნიშნული პროექტით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას რეგიონებში და ხელს უწყობს გოგოების ჩართულობას ამ სფეროში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930