გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგლა თამაზაშვილი: მელიორაციის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად მისაღები იქნება

19-02-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიაში 2025 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  განხორციელდა რიგი რეფორმები, რომლებიც მოიცავდა   სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ისეთი მიმართულებების ჩამოყალიბებას, რამაც ფერმერებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების ეფექტიანი და სწრაფი მიწოდება უნდა  უზრუნველყოს.


„გატარდა რეფორმები, რომლებიც სტრუქტურის აღდგენა-გადაწყობით დაიწყო. ახალ სტრუქტურაში პრიორიტეტად განისაზღვრა კომერციული მიმართულების ჩამოყალიბება, რათა მელიორაციის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად მისაღები გახდეს ფერმერებისთვის. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინსპექტირების სამსახურიც, რომელიც მხოლოდ საირიგაციო წყლის უკანონო მოხმარების ფაქტებს კი აღარ გამოავლენს, არამედ, ინტენსიურად იმუშავებს ფერმერებთან და აუცილებელ ინფორმაციას დროულად მიაწვდის მათ“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930