გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე

19-02-2026

2026 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა 19%-ით გაიზარდა და 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, ის 68%-ით, 313 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტის აღნიშნული ზრდა და მოცულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღნიშნულს ხელს უწყობს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით.


ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნულ ტენდენციას ასევე ხელს უწყობს ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც საქართველოს აქვს. „ჩვენი მოლოდინია, რომ ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და აღნიშნული აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.


შესაბამისად, ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2026 წელს, ასევე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930