გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ალექსანდრე რატიშვილი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ, რომ წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი

19-02-2026

„პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა“, - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.


ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ე.წ რითეილებთან იმყოფებიან არათანაბარ, უსამართლო პირობებში და თავის გადარჩენაზე არიან მწარმოებლები გადასულები.


„გამომდინარე ასიმეტრიული ურთიერთობის ფაქტიდან როგორც თქვენ ბრძანეთ ადგილი აქვს მიმწოდებლების მიმართ და განსაკუთრებით მტკივნეული ეს არის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვისაც და იმპორტიორებისთვისაც, მაგრამ მე როგორც მწარმოებელი ვლაპარაკობ მათი სახელით. იმდენად არათანაბარი, იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ განვვითარდეთ. თუ ამ საკითხს არ მიეხედა ჩემი წარმოებაც და ბევრი სხვაც ხვალ - ზეგ გაკოტრების პირას ვიქნებით, ვართ უკვე“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930