გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე რატიშვილი პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ქსელური მარკეტების კომერციულ პირობებზე: ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ის, რომ მათ რა ფასზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო

19-02-2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.


ალექსანდრე რატიშვილმა დაასახელა ის კომპონენტები, რომლებიც უშუალოდ შედის კომერციულ პირობებში და პრობლემებს წარმოადგენს მწარმოებლებისთვისაც.


„პირველი კომპონენტი არის ე.წ ქეშბექი. მეორე - კომპონენტი გახლავთ შესვლის გადასახადი, მესამე კომპონენტი - ადგილზე, თაროს გადასახადი, მეოთხე კომპონენტი გახლავთ ვალდებულება, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან შენ ყველგან უნდა შეხვიდე, მეხუთე კომპონენტი არის, ის რომ, მათ რა ფასზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო. მეექვსე კომპონენტი ეს არის გადახდის ვადები“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930