გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის სხდომაზე

19-02-2026

19 თებერვალს, ქალაქ ვენაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საკითხები განიხილებოდა.


გეოეკონომიკის, ტექნოლოგიის და უსაფრთხოების საკითხებზე ცვალებად გარემოში ნავიგაციის თემაზე გამართულ დისკუსიაში ეკა სეფაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ გლობალიზებული ეკონომიკისა და საფრთხეების ეპოქაში, მაშინ როდესაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქართველო ახერხებს ჰქონდეს კარგი ეკონომიკური ზრდა და ახორციელებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას.


მისი თქმით, ის პროექტები, რაც ხორციელდება საქართველოში, უმკვიდრებს ქვეყანას ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას და შედეგად ვიღებთ როგორც ეკონომიკურ ზრდას, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებას და ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.


„კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებში ხაზგასმული იყო კლიმატის ცვლილებებისა და ეკონომიკური გამოწვევების სირთულეები და მათი აქტუალობა ეუთოს რეგიონში, აგრეთვე მთავრობების ქმედებების აუცილებლობა ამ მიმართებით, ისევე როგორც თანამშრომლობის როლი არსებულ პრობლემატიკასთან ბრძოლაში. საზოგადოების სხვადასხვა ფენების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აქტიურობის მნიშვნელობა ეკონომიკურ-ეკოლოგიურ სფეროებში წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს აღნიშნულ სექტორებში,- აღნიშნა მომხსენებელმა პაოლა კარდოზომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930