გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: გახარიას პარტიას არ ჰყოფნის გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის

19-02-2026

იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე გახარიას პარტიის პოზიციას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არ ჰყოფნით გამოცდილება და რესურსი, რომ პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად იმუშაონ.


„მე მგონია, რომ უფრო მეტად მათ არ ჰყოფნით გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის და ალბათ ამის შედეგია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930