გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს

19-02-2026

საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში, მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი შედეგს გამოიღებს.


„საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე. არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა. შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდშ უზრუნველყოფაზე ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728