გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა

19-02-2026

აბსოლუტურად არასერიოზულია კონკრეტული ქმედებები რასაც ვხედავთ გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას პარტიის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, გაირკვევა რა მოხდა და როგორ, თუმცა პარტიის დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ რესურსი აქვს ნული და ლიდერი თავს აფარებს გერმანიას შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.


„ზოგადად, ეს ყველაფერი სრულიად არასერიოზულია, ბუნებრივია. საბოლოო ჯამში, გაირკვევა რა და როგორ მოხდა. აბსოლუტურად არასერიოზულია კონკრეტული ქმედებები, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან, მისი პარტიის მხრიდან. რესურსი - ნული. თქვენ ხედავთ, მათ შორის, პარლამენტში მათ საქმიანობას: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი არის გაქცეული გერმანიაში, თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ამ პარტიის დღევანდელი მდგომარეობა, აბსოლუტურად არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც ამ პარტიაში არის შექმნილი,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728