გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან

20-02-2026

„მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერანაირი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან“, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საზოგადოება შეიტყობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.


„ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით). საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728