გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა

21-02-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს გლობალურ ელჩად დაინიშნა.


აღსანიშნავია, რომ ICAO-მ გლობალური ელჩების პროგრამა წელს პირველად დაიწყო. ორგანიზაციის 193 წევრი სახელმწიფოდან ამჟამად მხოლოდ 24 გლობალური ელჩი არის შერჩეული.


ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით ავიაციის სექტორის მნიშვნელობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას.


პროგრამის ფარგლებში ლევან კარანაძე განახორციელებს საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს, მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ღონისძიებებში, მედიასთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრებში ავიაციის პროფესიებისა და სექტორის პოპულარიზაციის მიზნით.


გლობალური ელჩის მანდატი ორი წლის ვადით განისაზღვრა და განხორციელდება ICAO-ს 2026–2050 წლების სტრატეგიული გეგმის მხარდაჭერის ფარგლებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031