გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი დონალდ ტრამპს აფრთხილებს: სცადეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევა და ნახავთ, რა მოხდება

21-02-2026

ამერიკელი დიპლომატი, იან კელი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იყო საქართველოში, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა.


იან კელი აკრიტიკებს ტრამპს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო და აფრთხილებს, რომ კონსტიტუციის დაცვის ფიცის დარღვევას შედეგები მოჰყვება.


„უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გლობალური ტარიფების დაწესებით თქვენ გადააჭარბეთ თქვენს აღმასრულებელ უფლებამოსილებას. აბა, სცადეთ - „გაგვიმხიარულეთ დღე“, დაარღვიეთ კონსტიტუციის დაცვის ფიცი და ნახავთ, რა მოხდება“- წერს კელი.


ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930