23-02-2026
თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. „უკუსვლა“ აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი ვითომ „პროგრესის გზაზე“ მყოფი უკრაინა და მოლდოვა არიან რუსეთთან ერთად.
„საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს ევრობლოკში, ფსევდოშეშფოთებები კი ესტონეთის ფარდულში რეგისტრირებული „ნაცენჯეოების“ ჟანრის ტრაგიკომედიიდანაა. თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. „უკუსვლა“ აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს.
ევროკომისიის ეგიდით გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს; მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა; ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი ვითომ „პროგრესის გზაზე“ მყოფი უკრაინა და მოლდოვა არიან რუსეთთან ერთად“, - წერს აბაშიძე.