გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

23-02-2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების („BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“) ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება.


საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავა.


ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930