გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი

23-02-2026

ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსში, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით, საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრას და მსოფლიოში 22-ე ადგილის დაკავებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე.


„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა. საქართველო არის მოწინავე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც კი, მე-16 ადგილი დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ ამ მაჩვენებლით, ვუსწრებთ უკლებლივ ყველა კანდიდატ ქვეყანას. სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლაც არის ამის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728