გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი

23-02-2026

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც კაია კალასის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ეხებოდა.


„არ დავალ პიროვნებებამდე, ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით. როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ და სადაც პირიქით, მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ, ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ გამოვთქვამთ კრიტიკას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728