გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: განვიცდი, რომ კიევში არ ვარ და უკრაინას ვერ ვეხმარები; ცოტაც უნდა გავუძლოთ და გამარჯვება გარდაუვალია - ჩემი ტყვეობაც ამ ომითაა განპირობებული

24-02-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება:


„ოთხი წელი გავიდა ფართომაშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ოთხი წელი მიმდინარეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა. ამ ომში უამრავი ჩემი მეგობარი და ნაცნობი დაიღუპა. მათი უმეტესი ნაწილი უკრაინელი იყო. თუმცა ასევე იყვნენ, ჩემი ქართველი, უახლოესი მეგობრები და თანაბერძოლები.


ამ ომის გამო უსაშველოდ გაგრძელდა ჩემი ტყვეობაც და ძალიან განვიცდი, რომ ვერ ვარ კიევში. რომ დავეხმარო ჩემს სათაყვანებელ უკრაინას, რომელიც ამასობაში ჩამოყალიბდა სუპერ ერად. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია...


ჯერ კიდევ ცოტა უნდა გავუძლოთ და ყველაფერი აგრესიის კრახით და სამართლიანი მშვიდობის აღდგენით დასრულდება. უკრაინა უკვე ჩამოყალიბდა სუპერ ნაციად, რომელსაც ძალიან წარმატებული მომავალი აქვს წინ. ჩემი ტყვეობაც განპირობებულია ამ ომით და მეც სხვა ტყვეებივით ყოველ წუთს ვითვლი ჩვენს გამარჯვებამდე“ - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930