გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცაგარეიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯია გადადგმული. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიებია დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი

24-02-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითაც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა. ამ კომენტარით ცაგარეიშვილი გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.


„ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი იყო გადადგმული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში.


უნდა ვიცოდეთ, შრომითი ბაზრის ტენდენციები, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიები არის დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უცხოელებიც“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031