გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურო: დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ

24-02-2026

ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურომ გაავრცელა.


განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მათი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ.


„სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან.


ჩვენ აღარ დავემორჩილებით არ არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებს მართავენ. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930