გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: კარგად იკითხება, რომ ეს არის ზელენსკის სანქცია ბრიტანული სახელით, „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირება უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე დასტურია იმისა, რომ ეს მედიასაშუალებები არ მიჰყვებიან გარედან თავსმოხვეულ დღის წესრიგს

24-02-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების ფაქტს ეხმიანება.


ანანიძის განცხადებით, უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები სწორედ იმის დასტურია, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და არ მიჰყვებიან უცხო ქვეყნების მიერ დაწესებულ დღის წესრიგს.


„კარგად იკითხება, რომ ეს არის ზელენსკის სანქცია ბრიტანული სახელით. „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირება უკრაინის ომის მე-4 წლისთავზე, დასტურია იმისა, რომ ეს მედიასაშუალებები არ მიჰყვებიან გარედან თავსმოხვეულ დღის წესრიგს“, - წერს ცოტნე ანანიძე.


დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930