გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირმა ზავრადაშვილი: ორი ხელისუფლება დაესხა თავს “იმედს” მისი არსებობის მანძილზე - “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი და ბრიტანეთის ხელისუფლება. ვულოცავ კირ სტარმერს, ამაზე ნაკლებ რეჟიმთან არ უნდა დაწყვილდე

24-02-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი, დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და “პოსტივის” სანქცირებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ამ თავდასხმით, კირ სტარმერი, “ნაცმოძრაობის” რეჟიმთან დაწყვილდა.


მისი თქმით, სანქციების დაწესება, მორიგი შეტევაა ქვეყანაზე, ხალხზე და სიმართლეზე, რომელიც ასე აშინებს ქვეყნის მტრებს შიგნით და გარეთ, თუმცა, ეს ნაბიჯი შედეგს ვერ გამოიღებს.


“რა სიმბოლურია - ორი ხელისუფლება დაესხა თავს “იმედს” მისი არსებობის მანძილზე - “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი და ბრიტანეთის ხელისუფლება. ვულოცავ კირ სტარმერს - ამაზე ნაკლებ რეჟიმთან არ უნდა დაწყვილდე. “იმედი” ხალხის ტელევიზიაა, მართლა ემსახურება ხალხს და ხალხის დაკვეთას ასრულებს, რასაც ყველაზე უკეთ მისი რეიტინგები მოწმობს. მისი დასანქცირება მორიგი შეტევაა ქვეყანაზე, ხალხზე და სიმართლეზე, რომელიც ასე აშინებს ქვეყნის მტრებს შიგნით და გარეთ. ტყუილად ირჯებით. “იმედი” ყოველთვის იქნება ხალხის და ქვეყნის სამსახურში. Postv-საც დიდი და უფასო რეკლამა გაუკეთა ოდესღაც დიდმა ბრიტანეთმა. არც იქ მუშაობენ ნაკლები პატრიოტები და მახვილი სიტყვის მთქმელები, ასე რომ მანდაც „კოვზი ნაცარში“, დიარ ფრენდს. რაც შეეხება სანქციებს - წერეთ, იკითხეთ და კააარგად დაგვაკვირდით, როგორ “ვცახცახებთ”,” - წერს ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930