გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან მედიასაშუალებების სანქცირება- დარწმუნებული ვარ “იმედიც” და “პოსტვიც” გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას

25-02-2026

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ტელეკომპანიებს “იმედს” და Postv-ის მხარდაჭერას უცხადებს.
მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ “იმედიც” და “პოსტვიც” გაათმაგებული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება უპირობო ღირებულებად.
“ჩემი სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა ტელეკომპანიებს: “იმედს” და “პოსტვი”-ს!!! თავისუფალი სიტყვის ჩახშობის სამარცხვინო და ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან ამ მედიასაშუალებების სანქცირება, მცდელობა რომელსაც შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ ექნება!!! ქართველებს ორმაგი სტანდარტი არ გვიკვირს, მაგრამ აქ საკუთარ ძალმომრეობაში რეკორდი დაამყარეს, თუმცა უშედეგოდ და ფუჭად! დარწმუნებული ვარ “იმედიც” და “პოსტვიც” თავიანთი გამორჩეული და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოვებული ჟურნალისტებით გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება ცივილიზაციურ არჩევანად და უპირობო ღირებულებად!!!”- წერს მათიკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930