გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს

25-02-2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირებას ეხმიანება.

„ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, მათ შორის 3 წარმოუდგენლად რადიკალური არხი და მაყურებელს აქვს თავისუფალი არჩევანი უყუროს იმ არხს, რომელიც მისთვის მისაღებია.


სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი თავად ირჩევს რას უყუროს საქართველოს მედია სივრცეში, ბრიტანეთის სანქციები არა „იმედს“ და „პოსტივის“, არამედ ქართველ ხალხს მიემართება. მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმენის და ნახვის საშუალება.


როცა „იმედს“ და „პოსტივის“ ასანქცირებ ეს იგივეა რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One ან ITV1 ტელევიზიებზე ; გერმანიას ZDF, Das Erste (ARD) და ა. შ

დაველოდები გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების შეფასებას ცენზურის ამ შემზარავ ფაქტზე, რომელზეც დიდი ხანია ტრამპი, ჯდ ვენსი და სხვები საუბრობენ.

▫️მარკო რუბიომ ახლახან ბრიტანელ ცენზურის აგენტებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა - დონალდ ტრამპი
▫️ილონ მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს, მაშინ როცა X-ს შესაძლო აკრძალვა ემუქრება.
▫️აშშ აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა.
▫️ჯეი დი ვენსი დევიდ ლემისთან შეხვედრისას აფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის დაკარგვის „ბნელ გზას“ არ დაადგეს.

თუმცა, სწორედ დღეს - საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ყველაზე მძიმედ გვახსენდება რა ქარტეხილებს არ გადაუვლია ჩვენს თავზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორ გადავრჩენილვართ. საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ყველაზე სასტიკ რეჟიმებსაც კი არ გამოსვლიათ, სანქციებიც ვერ გააჩუმებს მართალ სიტყვას საქართველოში.


ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა „იმედისა“ და „პოსტივის“ საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს“, - წერს ნინო წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728