გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს

25-02-2026

ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ საქართველოს ინტერესები.


„რასა იუკნევიჩიანეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა. ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს.


არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930