გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ხელაძე: ბრიტანეთის მხრიდან „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა  თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანია - არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება!

25-02-2026

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა,- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე სოციალურ ქსელში.


ხელაძე გამოხატავს მხარდაჭერას ორივე ტელევიზიის მიმართ და აცხადებს, რომ არაფრისმომცემი სანქციებისა და რეზოლუციების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება.


„დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილება.


სანქციებზე გაცილებით დიდი ფასი აქვს ობიექტურობას. არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება! ჩემი მხარდაჭერა ორივე ტელევიზიას დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ფრაგმენტული გადაწყვეტილების მიღმა ნათლად ხედავს მთლიან სურათს, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს დასუსტებაა. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ირაკლი ხელაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930