გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საქართველოს თავისუფალ მედიაზე, „პოსტივიზე“ და „იმედზე“ თავდასხმა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა, როგორც ბრიტანეთში პენსიონერის დაკავება სოცმედიაში პრემიერის კრიტიკის გამო, ეს აქ ვერანაირად გავა

25-02-2026

ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ტარდება შიდა SWOT- ანალიზი (ძლიერი, დადებითი მხარეები vs რისკები, საფრთხეები). ბრიტანეთის მთავრობას საღად მოაზროვნე ანალიტიკოსები ურჩევდნენ, რომ „პოსტივისა“ და „იმედის“ დასანქცირება უკუშედეგიანი და ბრიტანეთის ინტერესებისთვის საზიანოა, მაგრამ ჩლუნგი მაღალჩინოსნების შემთხვევაში საღი აზრი გაფლანგულია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


აბაშიძის შეფასებით, ჰიბრიდული დაუფარავი ომის მორიგ შეტევისადმი, საქართველოს ჯანსაღი საზოგადოება რეზისტენტული და ერთიანია.


„ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ტარდება შიდა SWOT- ანალიზი (ძლიერი, დადებითი მხარეები vs რისკები, საფრთხეები). ბრიტანეთის მთავრობას საღად მოაზროვნე ანალიტიკოსები ურჩევდნენ, რომ „პოსტივისა“ და „იმედის“ დასანქცირება უკუშედეგიანი და ბრიტანეთის ინტერესებისთვის საზიანოა, მაგრამ ჩლუნგი მაღალჩინოსნების შემთხვევაში საღი აზრი გაფლანგულია.


საქართველოს თავისუფალ მედიაზე, „პოსტივიზე“ და „იმედზე“ თავდასხმა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა, როგორც ბრიტანეთში პენსიონერის დაკავება სოცმედიაში პრემიერის კრიტიკის გამო. ეს აქ ვერანაირად გავა, Whitehall-ის (ბრიტანეთის ბიუროკრატია) ჩინოსნებო, ანალიტიკოსებს დაუჯერეთ, რადგან უკვე „აფეთქდით“ „პიარულად“.

ჰიბრიდული დაუფარავი ომის მორიგ შეტევისადმი კი, საქართველოს ჯანსაღი საზოგადოება რეზისტენტული და ერთიანია“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031