გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ

25-02-2026

„არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას“, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.


შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანია მოხდეს შესაბამისი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავება, რათა ბაზარზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია.


„აქვე მნიშვნელოვანია ბიზნეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი, რადგან ჯანსაღი ბიზნეს კონკურენცია გამოიწვევს ამას. თუ კონკურენცია არ გვექნება და ჩაკეტილი სისტემა იქნება ამ შემთხვევაში, უფრო ცდუნება იქნება მონოპოლისტური აზროვნების, მაგრამ ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდეს და ბიზნესებმა იმოქმედონ ჯანსაღად, სწორედ ეს არის გამოწვევა და კომისიის მიზანი. მე მჯერა, რომ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოს სწორად შევიმუშავებთ და კონკურენციას გავაჯანსაღებთ ეს გამოიწვევს ზუსტად იმ ეფექტს, რაც მე ვთქვი და არა პირიქით, რომ ერთეულებმა ისარგებლონ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930