გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციის ლიდერი დარჩიაშვილი: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა

26-02-2026

მარკო რუბიო არის, ამ ცხოვრების თუ არა, თანამედროვე პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლო: ჩადის ბუდაპეშტში და, ცოტა ხანში, გასიებული ორბანი იმ გახვრეტილ ფიცართან ერთად უკრაინას ევროპულ ფულს უბლოკავს,- წერს ოპოზიციის ლიდერი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.


დარჩიაშვილი სვამს კითხვას დროში გაწელილი მოლაპარაკებების ფონზე, თუ რამდენი ბომბი უნდა დაეცეს კიევს კიდევ და აცხადებს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს.


“მარკო რუბიო არის, ამ ცხოვრების თუ არა, თანამედროვე პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლო: ჩადის ბუდაპეშტში და, ცოტა ხანში, გასიებული ორბანი იმ გახვრეტილ ფიცართან ერთად უკრაინას ევროპულ ფულს უბლოკავს. შეიძლება რუბიო არაფერ შუაშია? შეიძლება. მაგრამ რას ჩავიდა საერთოდ?! აა, შეფმა გააგზავნა, ამას კი ვენსისათვის გადასწრება უნდა, თორემ ისე კაი კაცია? და ამასობაში კიდევ რამდენი ბომბი უნდა დაეცეს კიევს? მოკლედ, #სისტემაუნდადაინგრეს. მაგრამ რო არც ინგრევა?”- წერს დავით დარჩიაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930