გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

26-02-2026

საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ეკო მედიკალ ჯგუფი"-ს და შპს "ეკოლოგია და სუფთა გარემო"-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.


სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930