27-02-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 5 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა, რომელიც სატყეო სააგენტოს შესაბამის „საქმიან ეზოში“ განთავსდა.
ხის ნახშირის სპეციალური მოწყობილობისა და წესების დაცვის გარეშე დამზადება ზიანს აყენებს გარემოს და განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ დროს ჰაერში ნივთიერება CO ვრცელდება, რაც მომწავლელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.