27-02-2026
„სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას - იცოდე სიმართლე. ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ფაქტია, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა საკუთარი თავისთვის კატასტროფული შედეგების გარეშე.
„სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას - იცოდე სიმართლე. ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან. მიზეზი: ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მე-5 და მე-6 ენერგობლოკების შეუფერხებელი მუშაობაა. კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის სისტემებისა და აღჭურვილობის უმეტესობა რუსული წარმოშობისაა. როგორც ბულგარეთის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი: „მწარმოებლისგან კონსტრუქტორების, ინჟინრებისა, აღჭურვილობის კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების რეგულარული მიწოდება ბირთვული უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“. კოზლოდუის ატომური ელექტროსადგური ბულგარეთის ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 16%-ს უზრუნველყოფს.
სადგურის დახურვა კატასტროფული იქნებოდა ეროვნული ეკონომიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სადგური უკვე განიცდიდა ზარალს არასაკმარისი წარმოების გამო 2026 წლის დასაწყისში. ფაქტია, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა საკუთარი თავისთვის კატასტროფული შედეგების გარეშე“, - წერს მეტრეველი.