გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წლიურმა ინფლაციამ 1.9% შეადგინა

3-12-2018

მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4 პროცენტიანი მატება, რაც 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი), თევზეული (2,1 პროცენტი), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1,8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8,3 პროცენტი); 

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,8 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4,6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,8 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,5 პროცენტით, რაც 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,5 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031