გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალური საწარმოები გამოავლინა

27-02-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

 

ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში,  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სარეალიზაციოდ ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.

აღნიშნულის გამო, ინდმეწარმეები ე.კ, ნ.გ და ზ.ხ დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ , სავალდებულო რეგისტრაციის და აღიარების მინიჭებამდე. 

   

 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მიიღონ აღიარება.

 

აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი მიიღებს პირობით აღიარებას ერთი თვის ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031