გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა წარმოაჩინა, ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად იმისათვის, რომ უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს

27-02-2026

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას განცხადებით ეხმიანება და ამ ფაქტს თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითს უწოდებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საინტერესოა, რომ ზოგიერთმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, მოძმე რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა.“

 

ამავე დროს, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, აშშ-ის დისტანცირებული პოზიცია საქართველოს მიმართ ალოგიკურია და კითხვის ნიშნებს აჩენს.

 

„საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა.

 

„დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, თუ ვინ არის ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღწვის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს.,“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728