გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაზე: ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც, 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა არითმეტიკულ ლოგიკაში

27-02-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმიანება, რომლის ჯამიც 102%-ია.


ანანიძის განცხადებით, სწორედ ასე ითვლიდა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს, რომლის ნათელი მაგალითიც, ხელვაჩაურის ოლქის 2008 წლის არჩევნების შედეგია.


„ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც. 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა ვერანაირ არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი. ეს გამოკითხვაც ასეთია“, - წერს ცოტნე ანანიძე.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინტერკონტინენტური დიასპორების გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის ჯამიც 102% აღმოჩნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728