გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს

28-02-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების მიზეზებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიზეზად დებატების ჩაშლის მცდელობას ასახელებს.

 

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს და გასაკვირი არ არის, რომ ისინი პროცესის ჩაშლას კიდევ ერთხელ მოინდომებდნენ.

 

კობახიძის თქმით, „2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.“

 

მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, ვინაიდან 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოებაც და ასახელმწიფოც ბევრად ძლიერია და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

 

„თუმცა, 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით,“ - წერს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728