გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება

28-02-2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის, თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო.


პაატა პატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელიც საქართველოს სახელით ზამთრის პარალიმპიადაზე იასპარეზებს ის სამხედრო მოსამსახურეა, რომელსაც არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს მიღებული.


მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, სპორტული აქტივობების, ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდამჭერია.


პარასპორტის განვითარების ცენტრში, სადაც სხვა დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, მწვრთნელები და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლაშა მაისურაძე იმყოფებოდნენ, თემურ დადიანს წარმატება სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი უჯმაჯურიძემაც უსურვა.


თემურ დადიანი პარალიმპიადაზე პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში საქართველოს სახელით იასპარეზებს. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს. შეჯიბრება 6-15 მარტს გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728