გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა - „ქართული ოცნების“ მართებულობა რეფორმების განხორციელებაში და აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა, ამას ვერ მოითმენდნენ „დიფ სთეითის“ აქტორები

28-02-2026

ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოს მშვიდობიანი განვითარების კურსი, ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკური ველის გასუფთავება ექსტრემისტული ელემენტებისგან, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და ინფორმირებულობა ეწინააღმდეგება ნეოკოლონიალისტების დღის წესრიგს.


„ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია. მშვიდობიანი განვითარების კურსი, ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკური ველის გასუფთავება ექსტრემისტული ელემენტებისგან, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და ინფორმირებულობა ეწინააღმდეგება ნეოკოლონიალისტების დღის წესრიგს.


მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა - „ქართული ოცნების“ მართებულობა რეფორმების განხორციელებაში და აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა. ამას ვერ მოითმენდნენ „დიფ სთეითის“ აქტორები. საჭირო გახდა პროცესის ხელოვნურად და უხეშად შეჩერება. ორკესტრირებულად ჩაირთო უსამშობლოების საერთო „მესიჯბოქსი“, რომლის მიხედვით, ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებენ.


„ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული“, - მართებულად აფასებს ლონდონის ამ ნაბიჯს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. რასაკვირველია, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება განსხვავებულია, ჩვენი საზოგადოებაც და მისი რჩეული პოლიტიკური ძალაც გაცილებით ძლიერნი არიან და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არ დაუშვებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031