გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი „მეამას” დირექტორის განცხადებაზე, რომ არ ითანამშრომლებს „იმედთან” და „პოსტივისთან” - სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ

1-03-2026

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი კომპანიის „მეამას” დირექტორის ლაშა შარიქაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან” და “პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.


შაქარიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა „მეამას” კონტრაქტები უნდა გაუწყვიტონ.


„სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. სააკაცუკეთის გარდა აქ რომ ყავას აღარავინ დალევს ეს ხომ ცხადია. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ!!! მერე უფასოდაც რომ დაარიგონ, კანალიზაციაში უნდა ჩავუშვათ მაინც ყველამ…”,- წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930