გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში, დადგა მისთვის ნანატრი დღეც, მაგრამ არა - გაირკვა, რომ ბატონი ვარდენისთვის მთავარი დაბრკოლება, თურმე, ბრიტანული სანქციებია

2-03-2026

თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ყოვლად ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში. ლამის ყოველდღე გვიმტკიცებს, რომ მზადაა, არგუმენტებით დაანგრიოს ოპონენტები და საჯარო სივრცეში ყველაფერს გასცეს პასუხი, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, დადგა მაჭავარიანისთვის ნანატრი დღე და "იმედმა" დებატებში მიიწვია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მისთვის მთავარი დაბრკოლება ბრიტანული სანქციებია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ კამერის წინ დგომასა და კითხვებზე პასუხსაც უშლის ხელს.


"თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ყოვლად ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში. ლამის ყოველდღე გვიმტკიცებს, რომ მზადაა, არგუმენტებით დაანგრიოს ოპონენტები და საჯარო სივრცეში ყველაფერს გასცეს პასუხი. მოკლედ, დადგა მისთვის ნანატრი დღეც და ტელეკომპანია "იმედი" სთავაზობს დებატებს.


ლოგიკურად, ახლა უნდა გვენახა არგუმენტების კორიანტელი, რომლის ანონსიც ამდენი ხანია გვესმის. მაგრამ არა. მოულოდნელად გაირკვა, რომ ბატონი ვარდენისთვის მთავარი დაბრკოლება თურმე ბრიტანული სანქციებია. ანუ გამოდის, სანქციები იმდენად ძლიერია, რომ კამერის წინ დგომასა და კითხვებზე პასუხსაც უშლის ხელს. ნამდვილად საინტერესო პოლიტიკური ფენომენია: დებატებს ითხოვ მაშინ, როცა დებატები არ ინიშნება. ხოლო როცა ინიშნება, ჩნდება მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ამოუხსნელი გეოპოლიტიკური გრავიტაცია, რომელიც სტუდიისკენ გადაადგილებას ართულებს." - წერს მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031